ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ, მისია, ისტორია.

ჩვენი მისია

ჩვენი მთავარი იარაღია პროფესიონალი ჯამბაზის თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჯამბაზები რეგულარულად სტუმრობენ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას, სადაც ქმნიან უსაფრთხო, მხიარულ გარემოს და ეხმარებიან ბავშვებს შიშისა და ტკივილის შემსუბუქებაში. ჩვენ გვჯერა, რომ სიცილს აქვს სამკურნალო ძალა.

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ ღიმილს აქვს სამკურნალო ძალა. ფონდის მიზნებია:

  • ტკივილისა და შიშის შემსუბუქება

  • რეალობისგან განტვირთვა შემოქმედებითი თამაშებით

  • ემოციური მხარდაჭერა ბავშვებისა და მშობლებისთვის

  • უსაფრთხო, მხიარული და თერაპიული გარემოს შექმნა

ფონდი სიმბოლოა იმედის, თანადგომისა და სიხარულის ყველა იმ ბავშვისთვის, ვინც რთულ ბრძოლას გადის.

ჩვენი ისტორია

საქველმოქმედო ფონდი „ვაჩუქოთ ღიმილი“ დაარსდა 2016 წელს, მიზნად ისახავს მძიმე ბრძოლაში მყოფი ბავშვების ცხოვრებაში სინათლის, იმედისა და სიხარულის შეტანას. ფონდი საქმიანობას ახორციელებს ჯამბაზის თერაპიის მეშვეობით — უნიკალური მეთოდი, რომელიც მიმართულია ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.