პროგრამა

გეოგრაფიული გაფართოება: უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჯამბაზის თერაპიის პროგრამის დანერგვას საქართველოს სხვა კლინიკებშიც, სადაც ონკო-ჰემატოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვები მკურნალობენ.

პროგრამის მასშტაბის ზრდა: ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, გავზარდოთ ვიზიტების სიხშირე და მოვიზიდოთ მეტი პროფესიონალი ჯამბაზი, რათა დახმარება გავუწიოთ უფრო მეტ ბავშვს და მათ ოჯახებს.

ჯამბაზის თერაპიის ინსტიტუციონალიზაცია: ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჯამბაზის თერაპია აღიარებულ იქნას, როგორც ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აუცილებელი კომპონენტი ბავშვთა ჯანდაცვის სისტემაში.

თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ გეგმების რეალიზებას და ღიმილის მიტანას იქ, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ